რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქართული ნაწარმოებია და ის არაერთ ენაზეა ნათარგმნი, მათ შორის, მოიპოვება "ვეფხისტყაოსნის" თარგმანი ინგლისურ, არაბულ, რუსულ, კორეულ, უნგრულ, ფრანგულ, უკრაინულ, ბელორუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და სხვა ენებზე.
საქართველოში პირველი ნაბეჭდი "ვეფხისტყაოსანი" 1712 წელს ვახტანგ VI-ის მიერ თბილისში, მტკვრის სანაპიროზე დაარსებულ სტამბაში მხედრული შრიფტით გამოიცა.
პოემა გამოირჩევა ცნობილი მხატვრების მიერ შესრულებული ილუსტრაციებითაც. პოემის უძველესი სრული ხელნაწერი ეკუთვნის მამუკა თავაქალაშვილს და 1646 წლით თარიღდება. ერთ-ერთი პირველი ილუსტრაციის ავტორიც ისაა.
უნგრელი მხატვარი მიხაი ზიჩი (1827-1906) ცნობილ ტილოებთან ერთად ასურათებდა წიგნებს. 1881წელს ზიჩი თბილისში ჩამოვიდა და ინტელიგენციის თხოვნით დაიწყო "ვეფხიტყაოსნის" ილუსტრაციებზე მუშაობა. შეუკვეთეს 14 სურათი, მან შექმნა 34. გამოცემისთვის შეირჩა 27.
პოემისთვის ილუსტრაციები შეადგინა ცნობილმა ქართველმა მხატვარმა ლადო გუდიაშვილმაც. მან ილუსტრაციები შეასრულა 1963 წელს გამოცემული საიუბილეო"ვეფხისტყაოსნისთვის".
1937 წელს "ვეფხისტყაოსნის" საიუბილეო გამოცემისთვის შექმნა ილუსტრაციები სერგო ქობულაძემაც.
თამარ აბაკელიამ 1930 წელს დაასურათა "ვეფხისტყაოსანი".
„ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები ეკუთვნის ირაკლი თოიძესაც. მის მიერ დასურათებული პოემა 1937 წელს გამოიცა.
ფერმწერმა ლევან ცუცქირიძემ ილუსტრაციები 1960-იანი წლების შუა ხანებში შექმნა.
ერთ-ერთი ბოლო ილუსტრაციის ავტოარია ქართველი მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი. მან სულ 31 სურათი შეასრულა და მათზე მუშაობა 2011 წელს
დაასრულა.
დავით მაჭავარიანმა შექმნა კომიქსები, სადაც ეს გენიალური ნაწარმოები თანამედროვე სამყაროსთვის გაცოცხლა.
სტატიის წყარო: bm.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий